საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ინიციატივას, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელის სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩევის შესახებ, პროგრესულად აფასებს.
დეპუტატ ივანე კიღურაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აზრი მოისმინა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცივილიზებულ ქვეყნებში, კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამეცნიერო საბჭო ირჩევს და საქართველოში ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა შესაცვლელია.
"შაშკინის და სააკაშვილის დროს ნიშნავდნენ ადამიანებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდათ სამეცნიერო საქმიანობასა და დაწესებულებებთან.
ეს არის შესაცვლელი. გაჩნდება ჩანაწერი, რომ ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ პირებს 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ სამეცნიერო საბჭო აირჩევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
განათლების მინისტრისთვის ცვლილებების პრინციპი მისაღებია. თამარ სანიკიძის თქმით, დასაზუსტებელია მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი.