საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო: ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ სან მარინოში მასპინძლებს 3:0 მოუგო.
ნიკა კაჭარავას დუბლის და გიორგი პაპუნაშვილის გვიანი გოლის გარდა ქართველ ფეხბურთელებს არაერთხელ შეეძლოთ სანმარინოელთა მეკარის ბენედეტინის კარის დალაშქვრა, თუმცა ოთარ კაკაბაძემ, ლუკა კიკაბიძემ, საბა ლობჟანიძემ, გიორგი აბურჯანიამ და იმავე პაპუნაშვილმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.
ჩვენი გუნდი მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 3 სექტემბერს ხორვატიაში ჩაატარებს.