საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.
"ეს სისტემა საჭიროებს ცვლილებას. რა დოზით და როგორი ფორმით მოხდება ცვლილება, ვერ გეტყვით, გავყვეთ მოვლენებს. მეც ეს პოზიცია მაქვს და მეც ვიაქტიურებ იმისათვის, რომ არ დარჩეს ეს სისტემა ძველი ფორმით", _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.