საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
"ბატონო კახი,
მთელი გულით გილოცავთ 80 წლის იუბილეს.
თქვენი პროფესიონალიზმის, პიროვნული ხიბლის დამსახურებაა ხალხის ისეთი გულწრფელი და საყოველთაო სიყვარული, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. ხალიხის სიყვარულზე დიდი და საპატიო ჯილდო კი, არ არსებობს.
ბატონო კახი, მადლობას გიხდით გაწეული ღვაწლისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც დღემდე თქვენი შემოქმედება გვანიჭებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და შემოქმედებით წარმატებებს", _ აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.