ამ წუთებში თბილისის უბნების უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტს უამრავი ადამიანი ეხმაურება.
წუხანდელმა ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ და არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა პრობლემა შეუქმნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. შექმნილმა მდგომარეობამ წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნულის გამო, დღეს 6 ივნისს 7 ივნისის 06:00 საათამდე დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი შეფერხებებით მიეწოდება: მთაწმინდის რაიონს, კოჯორს, შინდისს, ტაბახმელას, ვაკის რაიონს, დაბა წყნეთს, კიკეთს; 7 ივნისის 02:00 საათიდან 8 ივნისის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცენტროლიტის დასალებას, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს, კონიაკის დას; იპ.ივანოვის, ზარზმის,ილორის, სარაჯიშვილის ქ. თემქის IIIმ/რ, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რ, გლდანულას დას; გაზის დას; ბერთუბნის დას; სოფ. გლდანს, სოფ. გიორგიწმინდას, მუხიანის I, II, III მ/რ, მუხიანის სამხედრო დასახლებას და აგარაკებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს, "ჰაიდელბერგცემენტის" ბეტონის ქარხანას.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე.