კანადაში მიმდინარე ქალთა შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ მატში, ბრაზილიელმა მარტამ გოლის გატანა მოახერხა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშისარეკორდო აღმოჩნდა.
29 წლის ბრაზილიელმა გოლი სამხრეთ კორეის ნაკრებს გაუტანა და ეს გოლი მარტას მიერ მუნდიალზე გატანილი 15-ე გოლი აღმოჩნდა.
ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გერმანელი ბირგიტ პრინცი გახლდათ, რომელსაც 5 ჩემპიონატში მონაწილეობისას 14 გოლი ჰქონდა გატანილი.
ბრაზილიელი მარტასთვის ეს ჩემპიონატი კარიერაში მეოთხეა.
29 წლის ბრაზილიელს თავისი ასაკის და სათამაშო ფორმის გათვალისწინებით რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესების შანსები გააჩნია.
წყარო:http://www.eurosport.com