თბილისში სტიქიის ზონაში ევაკუაცია გამოცხადდა; ვერეს ხეობის ტერიტორიის დაცლას სასწრაფოდ ითხოვენ; 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა; ქვეყანაში ტრაგედიაა, გურიის გუბერნიაში კი, დღეს ოლიმპიური ცეცხლის შემოტანაზე იმსჯელეს.
“გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საორგანიცაზიო საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმს ეხება.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სპორტული ა(ა)იპ –ების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან საქართველოში 26 მაისს შემოვიდა და პირველ აგვისტომდე დარჩება.
ოლიმპიური ჩირაღდანი 25 ივნისს ჩოხატაურიდან შემოვა, 26 ივნისს ოზურგეთში დარჩება და 27-ში ლანჩხუთიდან გავა“, _ აღნიშნულია გურიის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალულ გვერდზე.