კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის დაზიანების შედეგად, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.
კომპანიის ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე შეუწყდება.
"წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს", _ ნათქვამია განცხადებაში.