საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მაისის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 743 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.3% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.855 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. მაისში კლება დაფიქსირდა წინა თვესთან (1.4%-ით), ხოლო ზრდა – წინა წლის იმავე თვესთან (8.3%- ით) შედარებით. 2015 წლის მაისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13.8%-ით გაიზარდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის 8.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის 12.1%-ით კლება.
"ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.852 და 0.976 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. მაისის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 992 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა– ზოგადოების (1 479 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.5%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.7% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 126 კოოპერატივი, 123 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 13 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 9 სააქციო საზოგადოება და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი“, _ აღნიშნავენ სააგენტოში.