თბილისის 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ გოგონას – ივლიტა ჯიბუტს თბილისში დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ოთხშაბათს, 17 ივნისს, 17:00 საათიდან, მისამართზე: თბილისი, ხაბეიშვილის ქუჩა 3 (შესასვლელი ვაკის საცურაო აუზსა და რუსეთის საელჩოს შორის).
გამოსვენება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, ხუთშაბათს, 18 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისში, ვაკის სასაფლაოს ქვედა შესასვლელთან, ხაბეიშვილის ქუჩის ბოლოს.