_ ბოლო მონაცემებით, ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს, რომელიც არ ვიცით, სად არიან, რადგან არ გვიპოვნია მკვდარი ან ცოცხალი – ამბობს თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.
მისი თქმით, ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მაგალითად, ავაზის გა ქცევის შესახებ, რადგან თბილისის ზოოპარკში ავაზა საერთოდ არ ჰყოლიათ.
ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წყალდიდობის შედეგად დახოცილ ცხოველთა რაოდენობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას დღის ბოლოს, 17 საათისთვის გააცნობენ მედიას.