თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს. აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა. ამასთან, სტიქიამ საძირკველი გამოაცალა ავტოფარეხს და ტერიტორიაზე მიმდინარე გამაგრების სამუშაოებს საფრთხე ექმნებოდა.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, მაშველებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს და მანქანა ამოიყვანეს.
მანქანის ავტოფარეხიდან ამოყვანის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.