გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.
თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდ. ვერეს ხეობის არეალში აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც კატასტროფული მოვლენები განაპირობეს.
აეროგადაღების შედეგად მოხდება სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და მომავლისთვის რისკების შეფასება.