რუსეთში ეკონომიკურ სასწაულს აღარავინ მოელის: "მართალია, ბოლო ხანებში ნავთობი ისევ გაძვირდა, რაც რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელია, მაგრამ ისეთი ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ამ ქვეყანაში 2000-იან წლებში იყო, აღარ განმეორდება", – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული ბანკის „მერილ ლინჩის“ ანალიტიკოსები.
"რუსეთის ეკონომიკური განვითარების მოდელი კვლავ ნავთობის ფასზეა დამოკიდებული", – აღნიშნულია ამ დასკვნაში.
წლების წინათ რუსეთში არნახული ეკონომიკური ბუმი ნავთობის ფასების ზრდის პარალელური პროცესი იყო."სწორედ ნავთობის ფასებზე ზედმეტი დამოკიდებულება და საბანკო სისტემის გაუმართაობა გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რაც რუსეთის ეკონომიკა ზომაზე მეტად აზარალა. რუსეთის ხელისუფლება ვეღარ გამოძებნის ეკონომიკის სტიმულირებისა და მოდერნიზებისთვის საჭირო თანხებს", – მიაჩნიათ ექსპერტებს.