ინდოეთში ალკოჰოლური სასმლის მიღების გამო 35 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მდე მოიწამლა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა მუმბაიში მოხდა. მთავრობას ეშინია, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
ინდოეთში ალკოჰოლისგან მოწამვლა და სიკვდილი დაბალი სოციალური ფონის გამო ხდება, რადგან მოსახლეობა ხშირად სვამს იაფფასიან სასმელს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ერთ-ერთი მსხვერპლის მეუღლემ ჟურნალისტთან თქვა, რომ მისი ქმარი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კუჭის ტკივილი და ღებინება დაეწყო. კაცი სამ საათში გარდაიცვალა _ მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში ალკოჰოლისგან ბევრი ადამიანი იღუპება.
მაგალითად: დასავლეთ ბენგალიაში 2011 წელს 170 ადამიანი დაიღუპა, უტარ პრადესში 2009 წელს _ 30, 2009 წელს კი 100-ზე მეტი ადამიანის გუჯარათში ემსხვერპლა ალკოჰოლს.