საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ ოლიმპიური კომპლექსების მშენებლობა დასრულებულია და ოლიმპიადის ჩატარებას თბილისში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
რამოდენიმე ოლიმპიური ობიექტი თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს. დიღომში დასასრულს უახლოვდება საცურაო აუზის, ტანვარჯიშის სასახლის, ფრენბურთის არენის, მძლეოსნობის სტადიონის მსენებლობა. დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე შენდება ძიუდოს აკადემია. თბილისის ზღვაზე შენდება ოლიმპიური სოფელი, სადაც უნდა იცხოვრონ ჩამოსულმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა. ვაკეში, „მზიურის“ ტერიტორიაზე გაკეთდა ჩოგბურთის კორტები.
"გურია ნიუსის" ობიექტივში მოხვდა დიღმის ტერიტორიაზე მდებარე მშენებარე სპორტული არენები და საცურაო აუზი. ჩვენი იქ ყოფნის დროსაც აქტიურად მიმდინარეობდა სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დიღმის სპორტული კომპლექსებიდან.