დიდუბე-ჩუღურეთის , რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის 22 ათასამდე აბონენტს ელ.ენერგიის მიწოდება აღუდგა.
აღდგენილია 22 ათასი მომხმარებლის ელექტრომომარაგება. აღნიშნულ მომხმარებლებს დღეს დილით ელექტროენერგის მიწოდება შეუწყდა 35-კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ დაზიანების გამო.
აღდგენითი სამუშაოების ნაწილობრივ დასრულების შემდეგ ელექტროენერგია აბონენტებს 16 საათსა და 30 წუთზე მიეწოდა.
ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.