ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვანეთის საბავშვო ბაღში განვითარებულ მოვლენებზე ლანჩხუთის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრმა რეაგირება მოახდინა.
როგორც საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კონფლიქტში მონაწილე ოთხივე პირს, ასევე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდა.
"ორშაბათს ადმინისტრაციული საბჭო განიხილავს აღნიშნულ ფაქტს და გაატარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ყოფილ დირექტორს, ნინო ხალვაშს ბრძანებით დაეკისრა, რომელიც გასული წლის სექტემბერში რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს და ამავე ცენტრში ერთ-ერთი ზონის კურატორად დანიშნეს. თუმცა, ცენტრის ახლანდელი დირექტორის დავით წულაძის დანიშვნის შემდგომ, ხალვაშმა ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დღეს კი, ხალვაში წულაძის გადაწყვეტილებით ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ამავე თემაზე: