კომპანია "ლუმაქ ჯგუფი" სტიქიის დროს დაზარალებული მამა გიორგის (ჯიბუტი) ოჯახს საცხოვრებელ ბინას გადასცემს:
_ კომპანია "ლუმაქ ჯგუფი" გამოხატავს დიდ მწუხარებას, ქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს!
კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადასცეს საცხოვრებელი ბინა მამა გიორგი ჯიბუტის მრავალშვილიან ოჯახს.
გავხდეთ სამაგალითოები ერთმანეთისთვის, მცირეოდენი წვლილით შევუმსუბუქოთ სტიქიით დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს მდგომარეობა! _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვერეს ხეობაში მდებარეობდა წყალმა წაიღო. სტიქიის დროს სახლში მამაოს ქალიშვილი ივლიტა ჯიბუტი მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან მარიამ ქუთელისთან ერთად იმყოფებოდა.
ადიდებულმა ვერემ ივლიტა ჯიბუტის და მარიამ ქუთელიას სიცოცხლე იმსხვერპლა.
მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს.