საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას (05:00 საათი) "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის 2 კონტეინერის ტრანსპორტირება განხორციელდა. კონტეინერები ქალაქგარეთ, შპს "Novoretec Georgia" ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც მოხდება მათი შემდგომი გაუვნებელყოფა.
სამინისტროს ცნობით, ტრანსპორტირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა თხევადი ქლორის 2 კონტეინერი, რომელიც წლების წინ აუზის დეზინფექციისთვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობობდა. მიუხედავ ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიებება, დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება.