EURONEWS-ის ობიექტივში, ამჯერად საქართველოს შავი ზღვის კურორტი ბათუმი მოხვდა.
"გურია ნიუსი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ, თუ რას წერს უცხოური მედია ბათუმზე.
"საქართველოს კურორტი ბათუმი, შავი ზღვის ძვირფასი ქვა, ცნობილია, როგორც რეგიონის დედაქალაქი.
სამხრეთ-დასავლეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის მთავარი ქალაქი, ბათუმი ადგილია, სადაც ახალგაზრდები მოდიან და ეძებენ თბილ ზღვას, მაგარ კლუბებს და დაუსრულებელ სადღესასწაულო ატმოსფეროს”, _ აღნიშნულია გამოცემაში.
"მშვენიერი ზაფხულია, ბრწყინვალე მზე, დიდი ზღვა, ხოლო ირგვლივ უამრავი ადამიანი და კონცერტები", _ ამბობს EURONEWS-თან ბათუმის სანაპიროზე მყოფი ერთ-ერთი დამსვენებელი.
ახალგაზრდა დამსვენებელმა დენის ლოქტერმა, უცხოურ მედიასაშუალებას უთხრა:
"ყოველთვის ბათუმში ჩამოვდივარ დასასვენებლად, დიდებული ადგილია, აქ ბევრი მეგობარი შევიძინე."
სანაპიროზე ბულვარში გასეირნების მსურველები ქალაქის სწრაფად ცვალებად ხასიათს და ტემპს აუცილებლად შენიშნავთ, ასევე ნახავთ ახალ მდიდრულ სასტუმროებს და რესტორნებს, თანამედროვე ქანდაკებებს და შადრევნებს.
„ხალხი აქ იმიტომ მოდის, რომ ბევრი სიყვარულია, რომელიც სულ იზრდება. ზღვა ლურჯი ფერის გარდა აქ თეთრ და ოქროსფერ ფერს იძენს. ბათუმს ღვიძავს. ეს ოცნების ქალაქია", _ ამბობს მუსიკალური საღამოს ორგანიზატორი რეზი ზოიძე EURONEWS-თან საუბრისას.
„აჭარის ბუნება საქართველოს ყველა ადგილისგან განსხვავდება. მზე სანაპიროს კოცნის, ხოლო ათასობით ფლორისა და ფაუნის სახეობა, თოვლიანი მწვერვალები კი-სამოთხეს ქმნის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი პოპულარული ადგილია რელაქსაციისთვის, ჯანსაღი ჰაერისთვის და ბუნებით სიამოვნების მისაღებად", _ აღნიშნულია EURONEWS-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ჩვენთან მთელი მსოფლიოს მცენარეებია თავმოყრილი, ზოგი ბუნებრივად იზრდება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვერსად პოულობენ. მთელი წლის მანძილზე სასიამოვნო ამინდია. თითქმის ნახევარი წელი ზაფხულის სეზონია, ხოლო ზამთარში ეგზოტიკური მცენარეეები ჰყვავის", _ ამბობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის კურატორი მარინა თათარიშვილი.
ბათუმში როგორც კი მზე ზღვაში ჩადის ღამის ცხოვრება იწყება. საცეკვაო კლუბებში, კაზიონებსა და რესტორნებში.
"საქართველოში კარგი საკვები მნიშვნელოვანია, როცა პირველად სტუმრად მიდიხარ აუცილებლად სუფრასთან მიგიპატიჟებენ", _ ამბობს მზარეული იროდ მამულაძე.
„ქართული სამზარეულო გემრიელია. მისი დახვეწილი გემო ერთიანდება ბოსტნეულსა და ხილში, სანელებლებსა და ნიგოზში. ასევე ხორციან კერძებში, უმეტესად შემწვარში პიკანტური საწებლით, მარილიანი ყველით და ადგილობრივი ღვინით.
საქართველოში ხაჭაპური ტრადიციული კერძია. განსაკუთრებით ცნობილია თავისებური სახეობის ხაჭაპური, რომელშიც ბლომად ყველი დევს და მდიდარი გემოს გარდა, ძალიან კალორიულია.
აჭარული ხაჭაპური კონკრეტული მიზეზის გამო ნავისებურია, იმიტომ, რომ ზღვისპირა ქალაქია ბათუმი. ხაჭაპური სავსეა ყველით, უმარებენ კვერცხსაც.
ღამით ბათუმის ბულვარი სავსეა წყვილებით, რომლებიც უსმენენ მუსიკას, ცეკვავენ ან რესტორნებს სტუმრობენ", _ აღნიშნავს გამოცემა.