იაპონიაში გამოიგონეს მაღალი სიჩქარის ლოკომოტივი, რომელიც, ფრთებისა და პროპელერის დახმარებით, რკინიგზის რელსების ზემოთ მიფრინავს – ფაქტობრივად, ესაა მატარებლისა და თვითმფრინავის ჰიბრიდი. ტოხიკუს უნივერსიტეტის სწავლულების გამოგონება დედამიწიდან სულ მცირე მანძილის დაშორებით სრიალებს საჰაერო ბალიშის საშუალებით.
ვინაიდან აპარატი არ ეხება დედამიწის ობიექტებს, არც ხახუნს განიცდის, რაც მისი სიჩქარის შემცირებას გამოიწვევდა. ამიტომ, მას შეუძლია, მცირე ენერგიის დანახარჯით დიდი სიჩქარის განვითარება. თუმცა, ფრთების გამო ის მუდმივად იცვლის მდებარეობას სივრცეში, რაც დაუშვებელია – მანქანის ძირი აუცილებლად რელსების პარალელურად უნდა დარჩეს.
აერომატარებელი აღჭურვილია სივრცეში მდებარეობის მაკორექტირებელი კომპიუტერული მართული სისტემით, რომელიც მოძრაობის დროს წარმოქმნილი დახრილობის კომპენსირებისთვისაა აუცილებელი. მაგრამ, რადგან ეს სისტემა ჯერ მთლიანად არ არის დამუშავებული, გამოცდის დროს ტექნიკის ეს სასწაული დროდადრო მცირედ ეხება რელსებს.
მატარებელი აღჭურვილია მძლავრი ელექტრომაგნიტებით, რომლებიც მას რელსებიდან გარკვეულ მანძილზე აკავებს და საშუალებას არ აძლევს რელსს მოსწყდეს. მისი ძირითადი პრობლემაა, რომ იხარჯება უზარმაზარი ენერგია მძლავრი ჰაერის ნაკადის დასაძლევად. ეს ნაკადები მატარებლისა და გზის ზედა ნაგებობებს შორის წარმოიშობა მატარებლის მოძრაობის დროს. იაპონელების ახალი გამოგონება კი – "მატარებელი-თვითმფრინავი", პირიქით, სწორედ ამ ჰაერის ნაკადს ეყრდნობა.