სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილ დონორებთან თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში გაიმართა და საქართველოში ექსტენციისა და ფერმერთათვის ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
ფერმერთა უნარ-ჩვევების განვითარება, საკონსულტაციო ცენტრების თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვა, სასწავლო და საცნობარო მასალის ბიბლიოთეკის მოწყობა და კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ის მიმიმართულებებია, სადაც სახელმწიფოს და დონორთა ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია აგარარული დარგის განვითრებისთვის.
შეხვედრის დასასრულს ნოდარ კერესელიძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეფექტიანი მუშაობის მიზნით, კომუნიკაციის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნის ინიციატივით მიმართა.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე ესწრებოდა.