ინდონეზიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა, დაშავებულების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ცნობილია ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
BBC-ის ინფორმაციით, ლაინერში, რომელიც გუშინ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში აფრენიდან 2 წუთში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა 122 მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ჩამოვარდნის დროს რამდენიმე საცხოვრებელ სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა. რის შედეგადაც, კიდევ 19 ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. მათი უმრავლესობა სამხედროების ოჯახის წევრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ კი- თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რადგან ლაინერი 50 წელზე მეტი ხნის იყო.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მსხვერპლთა იდენტიფიცირება.