უკრაინაში, საპორტო ქალაქ მარიუპოლში ათასობით ადამიანი ე.წ. "ბუფერული ზონის" გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, აქციაზე მისულ მოქალაქეებს ეშინიათ, რომ "ბუფერული ზონაც" შესაძლებელია სეპარატისტების ხელში აღმოჩნდეს.
„ჩვენ შიროკინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგნი ვართ. ვფიქრობთ რომ ბუფერული ზონის შექმნა კიდევ ერთ ტერორისტულ გასასვლელის შექმნას გამოიწვევს, სადაც თავდაცვის შესაძლებლობა არ იქნება."_განაცხადა მარიუპოლში აქციაზე მისულმა მოხალისემ ვლადა იეგაროვამ.
სხვა მოხალისემ თქვა:_"მარიუპოლის მოსახლეობა ძალიან წუხს. მათ არ ესმით წინა ხაზიდან არტილერიისა და ტანკების გაყვანის გეგმა. ვფიქრობთ, რომ აგრესორთან ასე მოლაპარაკება არ არის საჭირო. აგრესორი მხოლოდ ძალას ხედავს."
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის მიერ მძიმე შეიარაღებისა და ჯარის უკან დახევის გეგმა, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების ნაწილია.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ფურცელზე არსებობს და გამუდმებით ირღვევა.