როჩდეილში, ჰოლინგვორსის ტბის სანაპიროზე აღმოჩენილი ჩონჩხი სოციალური მედიის სენსაციად იქცა.
DAILYMAIL-ის ინფორმაციით, არსება შესაძლებელია ტბის ფსკერის სიღრმის უძველესი მობინადრე იყოს.
როგორც ცნობილია, მას აქვს სამართებელივით ბასრი კბილები და მამონტის სხეულის ზომა.
არსების გამოჩენამ თვითმხილველები და ისინიც, ვინც გამოქვეყნებული ფოტოები უკვე ნახა, შოკში ჩააგდო. მისმა აღმოჩენამ დებატები გამოიწვია – რა არის ეს, უძველესი მხეცი თუ მკვდარი ქარიყლაპია.
"ვიფიქრე, რომ შესაძლოა ნიანგი ყოფილიყო ან უძველესი დროის რომელიმე არსება, ამიტომ დაუყოვნებლივ სურათი გადავუღე."_ ამბობს ჯონი ბეკეტი, რომელიც შეყვარებულთან ერთად სეირნობდა, როდესაც უზარმაზარი არსება შენიშნა.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგი თვლის, რომ ეს არსება უბრალოდ მკვდარი ქარიყლაპიაა. თვითმხილველების ნაწილი ფიქრობს,რომ ტბაზე შიშის გამო არასოდეს მივა.
"ბავშვებთან ერთად დასასვენებლად მოვედი.მაგრამ აი რა დაგვხვდა, საშიში, სისხლიანი არსებაა და ყარს. ჩვენი დასვენება ჩაიშალა, თუმცა აქ არასდროს მოვალ."_ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.