ქალაქ ოზურგეთში მორიგი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. მალე ქალაქის 23 მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებს უამინდობის დროს შექმნილი პრობლემები საბოლოოდ მოეხსნებათ.
ამჯერად, ოზურგეთში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ყველა ობიექტი მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შ.პ.ს. ‘’ინჟინერმა’’ გაიმარჯვა, ხოლო სახურავების სრულ და ნაწილობრივ რეაბილიტაციას ქვეკონტრაქტორი “ჯორჯიან ბილდინგ კომპანი“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 742 840 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ჭავჭავაძის N4, შევარდნაძის N2, უნივერსიტეტის N12, შემოქმედელის |N17, მეცნიერების N5, N13, N23, N37, აღმაშენებლის N168 მისამართზე მდებარე კორპუსების სახურავებს. ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის N19, დოლიძის N7, თენიეშვილის N4, N6, N8, N10, ჩოხატაურის N10, N12, N14, მეგობრობის N22, გრიბოედოვის N27, N29 მალაზონიას N8, მეგრელაძის N8 ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავებს.
სამუშაოები, სავარაუდოდ, ორი თვის ვადაში დასრულდება.
(R)