საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20 კაციანი მაშველთა ჯგუფი, სასზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, ტობავარჩხილის მიმდებარე ტერიტორიისკენ გაემგზავრა. სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. მაშველები 33 წლის გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ.