ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია, BBC, რუსეთის მიერ საქართველოს პრო-დასავლური კურსის ჩაშლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონის სატრანზიტო ენერგეტიკული პოტენციალისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით ბოლო ხელჩასაჭიდია.
"გურია ნიუსი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ მოსკოვი მტკიცედ აპირებს სამხრეთ კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს პრო-დასავლური კურსის ჩაშლას.
10 ივლისს, რუსეთის ჯარებმა სამხრეთ ოსეთის, 2008 წლის ომის შედეგად ანექსირებულ ტერიტორიაზე, ახალი, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ წინ გადასწიეს.
აღსანიშნავია, რომ 1.5 კმ. ფართობი საქართველოს ტერიტორიიდან, მათ ღამით მიითვისეს. ახალი საზღვარი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზატკეცილიდან, რამდენიმე მილში გადის და გარდა იმისა, რომ საზღვარზე მდებარე სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც თბილისისთვის მიუწვდომელი გახდა.
რუსეთმა უარყო ამ ინციდენტთან რაიმე სახის კავშირი და საქართველოს ხელისუფლება ოსეთის მთავრობასთან გადაამისამართა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთზე ნაწილობრივი უფლება დარჩა", _ აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა განრისხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დასავლეთთან დაახლოების მცდელობის გამო დაიწყო,ხოლო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სტაბილურმა პროგრესმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით,მოსკოვის რისხვას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
"საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი ამბიციები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა.
მოსკოვმა რეაგირება მას შემდეგ დაიწყო,რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი, დასავლურ კლუბში გასაწევრიანებლად ძალას არ იშურებდა და მოსკოვის თვალში "ვაშინგტონის მარიონეტად" გადაიქცა.
2014 წელს ხელი მოაწერა რა შეთანხმებას ევროკავშირთან სამშვიდობო მისიით სამხედროები ავღანეთში გაგზავნის შესახებ, რუსეთს ტერიტორიის დატოვება მოთხოვა.
ცოტა ხნის წინ, თბილისთან ახლოს ჩატარებულმა ნატო-ს სამხედრო წვრთნებმა და მოლაპარაკებებმა ნატო-ს პოტენციური სასწავლო ცენტრის საქართველოში აშენების შესახებ,ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სტაბილურმა პროგრესმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით,მოსკოვის რისხვას კიდევ უფრო შეუწყო ხელი", _ აღნიშნავს BBC.
მისივე ცნობით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირთან დაახლოების სურვილმა რუსეთი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა.
"რუსეთის ნატო-ს მიმართ ანტიგანწყობა დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებით გამოწვეული უკმაყოფილება ბოლოდროინდელია.
2013 წლის სექტემბერში მოსკოვმა აიძულა სომხეთი, უარი ეთქვა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე და რუსეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეერთებოდა, ორი თვის შემდეგ კი, მოსკოვი შეეცადა უკრაინის ერთგულება ეყიდა. მან უკრაინის ექს-პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს 15 მილიარდი დოლარით დახმარების სანაცვლოდ შესთავაზა ევროპულ გზაზე უარი ეთქვა.
პოლიტიკური მოდერნიზაციის მამოძრავებელ ძალამ,რომელიც გააჩნია ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის სურვილს,რუსეთის ხელმძღვანელობა გააღიზიანა.
პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის მზარდმა ცვალებადობამ ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველო,უკრაინა და მოლდოვაა,რუსეთის რეჟიმს საფრთხე შეუქმნა", _ აღნიშნულია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მაუწყებლის ცნობით, რუსეთს სუსტი სამიზნე სჭირდება.
"რუსეთის მექანიზმმა ქვეყანა დაასუსტა, რომელსაც არ სურს სეპარატიზმის გაღვივებულ ცეცხლში ორად გაიყოს, როგორც ეს აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება.
მოსკოვი საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებას საბჭოთა კავშირის ბოლო დღეებშიც აპირებდა, თუმცა 2008 წელს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიით, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით დააგვირგვინა.
2008 წელს, მოსკოვმა პროვოკაციის განსახორციელებლად დრო საუკეთესოდ შეარჩია. პეკინის ოლიმპიადამ, ირანთან ბირთვული მოლაპარაკების საკითხმა, საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებამ დასავლეთს ბევრი საფიქრალი გაუჩინა.
მოსკოვს ადვილი სამიზნე სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს სახელმწიფოში მაღალი რეიტინგი აქვს, უკრაინასთან ომი ჩიხში შევიდა, ხოლო ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, ბალტიის ქვეყნებში სამაშველო წვრთნები მიმდინარეობს", _ აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
BBC-ის ცნობით, აუცილებელია, დასავლეთმა საქართველოს მხარდასაჭერად რეაგირება მოახდინოს და რუსეთს ნათელი შეტყობინება გაუგზავნოს.
"საქართველოს რუსეთის დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო დახმარებით შეუძლია, მაგრამ დასავლეთი შეშფოთების მიუხედავად მცირე ნაბიჯებს დგამს. დასავლეთის საინფორმაციო ქსელში, რუსეთის მიერ ბოლოს გადადგმული ნაბიჯების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაისმა.
მხოლოდ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მიაქცია ყურადღება სამხრეთ ოსეთში შექმნილ ბოლოდროინდელ ვითარებას.
თუკი დასავლეთი არ გაგზავნის ნათელ შეტყობინებას, რუსეთის პოლიტიკის დაუშვებლობის შესახებ და საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ დაიცავს ნებისმიერი დარღვევისა და ძალადობისგან, რუსეთი უფრო ღრმადაც გაბედავს ქვეყანაში შეჭრას.
ასეთი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში თბილისი რუსული ზეწოლისა და აგრესიის გამო, იძულებული იქნება შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთის სასარგებლოდ და გარისკოს მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
სომხეთის რუსეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისა და აზერბაიჯანის მოსკოვთან ურთიერთობის ფონზე, საქართველო დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიაში, ბოლო სერიოზულ ხელჩასაჭიდს წარმოადგენს.
საქართველოს დაკარგვა ნიშნავს, მთელი რეგიონის სატრანზიტო ენერგეტიკული პოტენციალისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რუსეთის გავლენის სფეროში გადაცემას", _ აღნიშნავს BBC.