თბილისში სუპერთასის ფინალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ დაესწრო.
– პრეზიდენტი თამაშს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაესწრო, – გვითხრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
თამაშის დროს კამერებმა საპატიო სტუმართა ლოჟაში ცარიელი სკამი დააფიქსირეს, რის გამოც, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: ვისთვის იყო ის განკუთვნილი?
"გურია ნიუსის" კითხვაზე, იყო თუ არა ეს სკამი პრეზიდენტისთვის განკუთვნილი, პრესსამსახურში ასეთი კომენტარი გააკეთეს:
"არ ვიცით ვისთვის იყო ეს სკამი განკუთვნილი, ვერაფერს გეტყვით."