13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის პოლონეთში ქ. ლუბლინის მერიამ მიღება გამართა. თბილისიდან ამ მიღებაზე 17 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ხორციელდება პოლონეთის მოხალისეთა ცენტრთან თანამშრომლობით და მხარდაჭერილია ლუბლინის მერიის მიერ.
მონაწილეებისთვის მომზადებულია სპეციალური გასართობი სპორტულ, კულტურული და შემეცნებითი პროგრამა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პოლონურ ისტორიას და კულტურას, მოისმინონ ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემებზე. მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ ვორქშოპებში და მოინახულონ პოლონეთის ღირშესანიშნაობები.
ბანაკში ასევე მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართლოსის" მხარდაჭერის ჯგუფის ახალგაზრდები და ბავშვები უკრაინიდან და პოლონეთიდან. მოზარდებს პოლონეთში მეგობრობის ხიდი ,,"ართლოსი" მასპინძლობს.
მეგობრობის ხიდი ქართლოსის და პოლონური მოხალისეთა ცენტრის ინიციატივით მოწყობილი გასვლითი პროგრამა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. მოზარდები საქართველოში 18 აგვისტოს დაბრუნდებიან.