" გურიის გუბერნატორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი მანქანის მიღების საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა, რა ფორმით და კონკრეტულად როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს. – ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თანხმობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული ნაგავმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან და 500 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მუდმივ სარგებლობაში 2 ერთეული ნაგავმზიდი და 150 ცალი ურნა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ბახმაროს საკურორტო სეზონის განმავლობაში დროებით სარგებლობაში ერთი ერთეული ნაგავმზიდი და 20 ცალი ლითონის კონტეინერი გადაეცა. კურორტ ბახმაროში სეზონის დასრულებისთანავე ნაგავმზიდი მანქანა და ურნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, "მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელისთვის თანხმობის მიცემის" შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ბახმაროს საკურორტო სეზონის განმავლობაში დროებით სარგებლობაში ერთი ერთეული ნაგავმზიდი და 20 ცალი ლითონის კონტეინერი უკვე გადაეცა.
" მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსთვის სხვა წინადადებით არ მოუმართავს და შესაბამისად საკითხი არც განხილულა."- გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.