25 აგვისტოს საქართველოს თასის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "საბურთალომ" "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1). ორი თამაშის ჯამში კი სტუმრებმა იმარჯვეს (1:3) და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
დანარჩენი შეხვედრები კი დღეს გაიმართება. ალბათ სასწაული უნდა მოხდეს, რომ ლანჩხუთის "გურია" მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდეს, რადგან პირველი მატჩი 7:0 მოუგო ქვედალიგელ "სამეგრელოს".
ოზურგეთში კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი _ "მერცხალმა"საჩხერეში მინიმალური ანგარიშით (0:1) წააგო და განმეორებით შეხვედრაში წარმატების საკმაოდ რეალური შანსი აქვს.
_"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ თამაშის მოსაგებად, გუნდი მზად არის და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება." _ იმედიანადაა განწყობილი ოზურგეთის"მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი.
ოზურგეთის "მერცხალისა" და საჩხერის "ჩიხურას" განმეორებითი შეხვედრა 16:15 დაიწყება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved