სკოლაში შესვლიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ერნესტო ჩე გევარა სახლიდან ვერ ახერხებდა გასვლას, რადგან, ყოველდღიურად ჰქონდა ასთმური შეტევები და სახლის პირობებში უწევდა სწავლა. ბრონქული ასთმის პირველი შეტევა მას 2 წლის ასაკში მოუვიდა და სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა.
ერნესტო გატაცებული იყო ჭადრაკითა და კითხვით. პირველი წიგნი მან 4 წლის ასაკში წაიკითხა. მისი ოჯახის ბიბლიოთეკაში 1 000-მდე წიგნი ინახებოდა.
ერნესტო ჩე გევარას ძალიან უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს.
მას ბავშვობიდან უყვარდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით – მათემატიკა, თუმცა, ექიმობაზე შეაჩერა არჩევანი.
1940-იან წლებში ერნესტო ჩე გევარა ბიბლიოთეკარად მუშაობდა.
სამხრეთ ამერიკაში მეორედ მოგზაურობაში ერნესტო თავის მეგობართან, ბიოქიმიის დოქტორ ალბერტო გრანადასთან ერთად იმყოფებოდა. მოგზაურობის პერიოდში ისინი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდნენ, რათა საკუთარი თავი შეენახათ: რეცხავდნენ ჭურჭელს რესტორნებში, რადიომიმღებების შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი მაღალმთიან სოფლებში, გლეხებს ეხმარებოდნენ მიწათმოქმედებაში, კურნავდნენ ღარიბ გლეხებს, შავ მუშებად და ტვირთის გადამზიდავებადაც მუშაობდნენ.
კოლუმბიაში ყოფნის პერიოდში იქაურმა პოლიციამ საეჭვოდ ჩათვალა ერნესტოსა და ალბერტოს დაღლილი იერი და ისინი დააპატიმრა. მაგრამ, პოლიციის განყოფილების უფროსი ფეხბურთის მოყვარული აღმოჩნდა და როდესაც შეიტყო, რომ დაკავებულები არგენტინელები იყვნენ, იმ პირობით გაათავისუფლა, რომ ადგილობრივ გუნდს გაწვრთნიდნენ ფეხბურთში. ერნესტო ჩე გევარასა და ალბერტო გრანადას გაწვრთნილმა გუნდმა რაიონულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და გუნდის ქომაგებმა მადლიერების ნიშნად მწვრთნელებს თვითმფრინავის ბილეთები უყიდეს ბოგოტას მიმართულებით.
ერნესტო ჩე გევარას არ ჰქონდა სურვილი, რომ არგენტინის ჯარში გაევლო სავალდებულო სამსახური, ამიტომ ცივი აბაზანის მიღებით მან ასთმის შეტევა გამოიწვია და ამ გზით აარიდა თავი მსახურობას. სამედიცინო შემოწმებაზე ის ჯარისთვის უვარგისად ცნეს.
ჩე გევარა გატაცებული იყო უძველესი კულტურების შესწავლით. ის ხშირად დადიოდა ძველი ინდური ცივილიზაციების ნანგრევების სანახავად და მათ შესახებ არსებულ ისტორიას ეცნობოდა.
სიგარის მოწევა ერნესტო ჩე გევარამ კუბაში დაიწყო, რადგან, სიგარის კვამლის გამო კოღოები აღარ ეკარებოდნენ.
მარქსისტული აზროვნების მქონე ჩე გევარა ხშირად აკრიტიკებდა სოციალისტურ ქვეყნებს – საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს და ბრალს იმპერიალისტურ ზრახვებში სდებდა.
ჩე გევარას ეგრეთ წოდებული "მოლოტოვის კოქტეილის" საკუთარი რეცეპტი ჰქონდა. ასაფეთქებელის შემადგენლობაში, სხვა ნივთიერებებთან ერთად, შედიოდა: 1/3 ბენზინი და 1/4 ზეთი.