სახალხო დღესასწაული "ალეგრობა – ოზურგეთობა 2015 ", 15 სექტემბერს გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მზადება უკვე დაიწყო, ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 34 ათას 600 ლარია განსაზღვრული. აღნიშნულ თანხაში შედის მოსაწვევების, კონვერტების დაბეჭდვა, რომელზეც 500 ლარია გათვალისწინებული.
"ალეგრობა – ოზურგეთობა -2015 " , საჯარო მოხელეებს, თანამდებობის პირებს "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ეპატიჟება.
"რომელ საჯარო მოხელეს და თანამდებობის პირს ვეპატიჟები "ოზურგეთობაზე"? აბა, მანახეთ მოსაწვევი… მაინტერესებს, მე ვეპატიჟები მხოლოდ მინისტრებს და გუბერნატორებს, არცერთ საჯარო მოხელეს მე არ ვუგზავნი მოსაწვევს. გუბერნატორს არ აქვს უფლება, მინისტრი მოიწვიოს ან გუბერნატორი? თუ სადმე, რომელიმე მუნიციპალიტეტში გაიპარა ჩემი სახელი და გვარი ან ხელწერა, არ ვიცი. ჯერ ერთი, პრემიერ -მინისტრი ჩამოდის, მერე მეორე დღესასწაულია და აქ რაიმე პრობლემა არის ვინმეს მოპატიჟებასთან დაკავშირებით?!"_ გვითხრა გუბერნატორმა.