შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული რუსლან დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას "გოლდ სთარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი, სამი ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების სამი აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული რუსლან დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას "გოლდ სთარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი, სამი ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების სამი აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილებით)", _ აცხადებენ უწყეებაში.