ოზურგეთში, "ალეგრობაზე" სტუმრად მყოფ პრემიერს, ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა ისეთივე კოსტუმირებული სანახაობა მოუწყვეს, როგორითაც რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილს დახვდნენ
მსახიობმა ბელა კიკვაძემ, რომელიც ოლღა ბებიის როლში იყო, ირაკლი ღარიბაშვილს აუწყა, "როგორი დიდი მშენებლობები მიდის ოზურგეთში" და "როგორ ყვავდება ქალაქი".
მანვე პრემიერს ოზურგეთის თეატრის გარემონტებაც სთხოვა
მსახიობმა ომარ ურუშაძემ კი ზუსტად ისეთივე თასით მიართვა პრემიერს ღვინო, როგორიც სამი წლის წინ სააკაშვილს.
_ გურულებს გაუმარჯოს, _ ღვინიანი თასი ბოლომდე დაცალა პრემიერმა.
_ თქვენთან ერთად! იცოცხლეთ! _ ვალში არ დარჩა ღარიბაშვილს ურუშაძე.