გუშინ ოზურგეთში, პრემიერ მინისტრის ვიზიტისას, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟარნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და არ აძლევდა საშუალებას, კითხვები დაესვა პრემიერისთვის. . ამ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს მზადყოფნას, საქმეზე მოკვლევა დაიწყოს.
"ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ მთავრობის წევრებთან მისვლის და შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. იმის მიუხედავად, რომ ქ. ოზურგეთში დაგეგმილ ღონისძიებებს ყველა მედიასაშუალება და ჟურნალისტი დაუბრკოლებლად აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მზად არის ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის განცხადების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა და სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს."- ნთქვამია შსს-ს განცხადებაში.