ამერიკის 25 უმსხვილეს სწრაფი კვების ობიექტში, ხორცში, დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების რესტორნების უმეტესობა ფრინველისა და საქონლის ხორცში ანტიბიოტიკების შემცველობას არ ასაჯაროებს.
"როდესაც საქონლის ხორცის მწარმოებელი კომპანია პირუტყვს დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკს აძლევს ბაქტერიები რეზისტენტული ხდება და საზოგადოებაში უფრო მეტად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს ანტიბიოტიკი ესაჭიროება დაავადების დასამარცხებლად მედიკამენტი მას ვერ ეხმარება,"_ ნათქვამია დედამიწის მეგობრების, ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დამცველი ორგანიზაციების მოხსენებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებების კონტროლისა და პრევენციის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 23 000 ადამიანი ყოველ წელს ინფექციებით იღუპება.
მათივე ინფორმაციით, ხალხი, რომელიც უმეტესად გარეთ იკვებება, ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ინდუსტრიის ლიდერებსა და ჩამორჩენილ კომპანიებს.
გავრცელებული ცნობით, ყველა რესტორანი ფასდება მისი ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკის მიხედვით, არის თუ არა ხორცი ანტიბიოტიკებით წარმოებული და რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, Dunkin' Donuts, McDonald's, Subway, Wendy's, Burger King, Denny's, Domino's და Starbucks პროდუქცია კანონში გათვალისწინებულ ყველა წესს შეესაბამება.
ტერი ფლეკის, სურსათის უვნებლობის აღმასრულებელი დირექტორის და ეროვნული რესტორნის ასოციაციის წევრის თქმით, ანტიბიოტიკების გამოყენება საკვებს უფრო უსაფრთხოს ხდის.
"ადამიანის მსგავსად, როდესაც ვეტერინარი ავადმყოფ ცხოველს ანტიბიოტიკს უნიშნავს, ის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ ყველა ჩვენგანის მიერ მიღებული საკვები უსაფრთხო იქნება, "_ განაცხადა მან.
ანგარიში მოუწოდებს მომხმარებლებს ხორცის წარმომავლობა იკითხონ.
"რაც უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს ხარისხიან ხორცს, ის , საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. გახსოვდეთ, ეს არის თქვენი ფული, ჯანმრთელობა და თქვენი მომავალი, "_ ნათქვამია მოხსენებაში.