პოლონეთში, ვროცლავის ზოოპარკში ვეფხვი დარაჯს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ცხოველის გალიის დალაგების დროს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ვეფხვმა იმსხვერპლა 20 წლის განმავლობაში ცხოველებზე ზრუნავდა.
როგორც ცნობილია, ვროცლავის ზოოპარკში, ხუთშაბათს, ევროპის ზოოპარკის დირექტორები საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.