საბერძნეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სირიზამ მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ისევ ალექსის ციპრასი დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
"ეს მანდატი არის ხალხის გამარჯვება. ჩვენ მძიმე ბრძოლა გამოვიარეთ და დღეს ვგრძნობ,რომ ხალხმა მოგვცა მკაფიო უფლება ბრძოლის გასაგრძელებლად", _ განაცხადა ალექსის ციპრასმა.
მისივე თქმით, მათ წინ კიდევ სერიზული ბრძოლა ელოდებათ ქვეყანაში ფინანსური პრობლემების არმოსაფხვრელად.
როგორც ცნობილია, არჩევნებში სირიზამ -35, ხოლო ახალმა დემოკრატებმა – 28% მოიპოვეს.