ბურკინა ფასოს არმია გადატრიალების ჩასახშობად იბრძვის. დედაქალაქში არმია შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, არმიას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მოგვარება სისხლის ღვრის გარეშე სურს.
უფროსი ოფიცრის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვა თავდასხმის დროსაც კი არავის დანებებია.
უსაფრთხოების წყაროების ცნობით, პრეზიდენტის მცველებსა და არმიის უფროსებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც უკვე გაათავისუფლეს.
"ჩვენ უნდა უზრუნველყოთ კაპიტულაცია სროლებისა და სისხლისღვრის გარეშე", _განაცხადა პოლკოვნიკმა სერჯ ალენ უადარეგომ.
გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის ღვრის თავიდან აცილების მიზნით არმიამ მეამბოხეებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა, რასაც ისინი დასთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების შედეგად ბურკინა ფასოში 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.