1. "რუნგნადო მაი დეი სტედიუმი" (ტევადობა 150 000) – გაგიკვირდებათ და ეს სტადიონი სამხრეთ კორეაშია. ზემოდან ის ყვავილს ჰგავს და 150 ათას კაცს იტევს. თუმცა, 1995 წელს ამ არენაზე 190 ათასი კაცი შეიკრიბა, რესტლინგის ტურნირის სანახავად. არენა 1989 წელს აიგო და მას შემდეგ ბევრჯერ ითქვა, რომ მისი დაპატარავებაა აუცილებელი. თუმცა, ეს ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხელისუფლება სახსრებს ვერ შოულობს.
2. "სოლტ ლეიკ სტედიუმი" (120 000) – ეს არენა ინდოეთში, კალკუტას შტატშია და მართალია, ბოლომდე იშვიათად ივსება, ის მაინც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
3. "აცტეკა" (115 000) – მექსიკაში მდებარე სტადიონი არა მარტო დიდია, არამედ ლეგენდარულიც. ამ სტადიონზე 1970 და 1986 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალები გაიმართა და სწორედ 1986 წელს იყო ეს არენა დიეგო მარადონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ბენეფისის მოწმე.
4. "მიჩიგან სტედიუმი" (107 000) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი არენა 1927 წელს ააშენეს და მაშინ მხოლოდ 72 ათას გულშემატკივარს იტევდა. სტადიონს რეკონსტრუქცია 1975 წელს ჩაუტარდა და ტევადობა 107 ათასამდე გაიზარდა. ამ არენაზე, ძირითადად, ამერიკული ფეხბურთის მატჩები იმართება.
5. "ბევერ სტედიუმი" (107 000) – მიჩიგანში მდებარე არენისგან ეს სტადიონი იმით განსხვავდება, რომ მასზე 219 ადგილით ნაკლებია. სამაგიეროდ, კომფორტითა და მინდვრის საფარით არ ჩამოუვარდება და აქაც მუდმივად ამერიკული ფეხბურთის მატჩები იმართება.