იაპონიაში ახალი სუბკულტურა გამოჩნდა: მოზარდები მუდმივად ატარებენ სამედიცინო ნიღბებს – ნიშნად სოციალური პრობლემების თავიდან არიდებისა. მოვლენას უკვე დაერქვა განსაკუთრებული სახელი – "დატე".
ახალი სუბკულტურის მიმდევრები სახლიდან გამოსვლის წინ იკეთებენ ნიღაბს და მთელი დღე ატარებენ. იხსნიან მხოლოდ ჭამის, დალევის დროს და კოცნისას, ისიც, იშვიათად – მაშინ, როცა უფლებას აძლევს შეყვარებულს, აკოცოს მას.
"დატე" არ არის ისეთივე ექსცენტრიკული მოვლენა, როგორც სხვა ახალგაზრდული სუბკულტურები თანამედროვე იაპონიაში. მაგალითად, ქვეყანაში მოითვლიან მილიონ "ხიხიკომორებს" – ასოციალურ ადამიანებს, რომლებიც მშობლებთან ცხოვრობენ და ოთახებიდან თითქმის არ გამოდიან. ბევრი ხმაურია ფენომენ "მამაკაცი-გოგონების" ირგვლივ – ესენი არიან ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდები, რომლებიც აღმერთებენ შოპინგს და კმაყოფილდებიან მოკრძალებული თანამდებობით, იმის ნაცვლად, რომ გაიკეთონ კარიერა და დაამყარონ სერიოზული ურთიერთობა ქალებთან. ყველა ეს მოვლენა კი მიუთითებს, რომ ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი ვერ პოულობს ადგილს საზოგადოებაში, სადაც მეფობს ეკონომიკური უძრაობა, მუდმივი სამსახური კი წარსულს ჩაბარდა.