დაშა ჟუკოვა – რომან აბრამოვიჩის მეუღლე
დაშა – მეწარმე, ჟურნალის რედაქტორი და მოდური დიზაინერია. მან გახსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და აქვს ტანსაცმლის საკუთარი მარკა, რომელსაც სულ მალე წარუდგენს საზოგადოებას "ურბან აუტფიტერის" ხაზით.
ანა ვოიციცკი – "გუგლის" დამაარსებლის, სერგეი ბრინის ყოფილი მეუღლე
ანა განათლებით ბიოტექნოლოგია და აქვს იელისა და სტენფორდის უნივერსიტეტების სამეცნიერო ხარისხი. ანა კომპანია "23 ენდმიის" დამაარსებელია. კომპანია გენეტიკური კვლევებით არის დაკავებული.
მაკენზი ბეზოსი – "ამაზონის" დამაარსებლის, მილიარდერ ჯეფრი ბეზოსის მეუღლე
მაკენზი ბეზოსი წარმატებული მწერალია და მიღებული აქვს ნაციონალური პრემია წიგნისთვის „ლიუთერ ოლბრაითის განსაცდელი”. მაკენზის პრინსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი აქვს და სულ ახლახან, მეუღლესთან ერთად, უნივერსიტეტს 15 მილიონი დოლარი გადაურიცხა სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად.
ირინა ვინერი – რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის მეუღლე
ირინა ვინერი რუსეთის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ის 20 წელია, რაც ალიშერ უსმანოვის მეუღლეა. რუსეთში ირინა ცნობილია თავისი სტილით, და გემოვნების მაღალი სტანდარტით.
სიუზან დელი – "დელის" დამაარსებლის, მილიარდერ მაიკლ დელის მეუღლე
სიუზან დელი მსოფლიოში განთქმული სპორტსმენია, ის ტრიატლონში "აირონ მენის" ტურნირების ხშირი სტუმარია და წარსულში თავადაც იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებაში.