"ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის ან უსამართლობის გადწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად; ეს ასე არ მოხდება", – განაცხადა შეერთებულ შტატებში მყოფმა პრეზიდენტმა და ამ განცხადებით ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების თემას გამოეხმაურა.
მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა " P.S."-ში ისაუბრა.
"პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, პოლიტიკაში ერთადერთი გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც ბევრი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრობისთვის – ადამიანმა, რომლებმაც პირველი ქართული სამხედრო წარმოება შექმნა, ადამიანმა, რომელმაც შექმნა მსოფლიო დონის პოლიცია, რომელმაც ააშენა რაბათი, ადამიანმა, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია. ესენი არიან გიგი, ვანო და ბაჩო. მარგველაშვილის ქმედების კრიტერიუმი და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალების აქტს მოაწერს ხელს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის გიგი უგულავას 24-საათიანი თავისუფლების პერიოდში სკაიპით ესაუბრა და როგორც აღნიშნა, თბილისის ყოფილ მერს უთხრა, რომ მეორე დღესვე "ჩასვამდნენ". გიგი უფრო უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე. მე უფრო რეალისტურად ვუყურებ", – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის გიგი უგულავას 24-საათიანი თავისუფლების პერიოდში სკაიპით ესაუბრა და როგორც აღნიშნა, თბილისის ყოფილ მერს უთხრა, რომ მეორე დღესვე "ჩასვამდნენ". გიგი უფრო უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე. მე უფრო რეალისტურად ვუყურებ", – განაცხადა სააკაშვილმა.