დღეს, დილით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მეკარე მიშიკო გოგუაძე, სოფელ შუხუთში, ავტოკატასტროფაში მოჰყვა.
ჩვენი ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც გოგუაძე მართავდა, ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა, ორიენტაცია დაკარგა და ღობეს შეეჯახა.
ამჟამად "გურიას" მეკარე ლანჩხუთის "მედალფას" კილინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.