საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარველაშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
როგორც მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, თუ რომელიმე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში კითხვები არსებობს, ის სასამართლოს შიგნით, გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მოიხსნება.
"მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული და რომელთაც აქვთ პოლიტიკური აწმყო. რამდენად იქნა მართლმსაჯულების პროცესში მათთან მიმართებაში გამოყენებული პოლიტიკური მოტივაცია, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად, როგორც საზოგადოებამ უნდა ვუპასუხოთ. მე მჯერა, რომ თუ არსებობს კითხვის ნიშნები პოლიტიკური წარსულის და მომავლის მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში, ის გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად და ყველას ექნება საშუალება გამოთქვას და დაიცვას თავისი პოზიცია", _აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.