რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მეკარე მიშიკო გოგუაძე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
"გურიის" მეკარემ უმძიმესი ტრამვები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიიღო.
ბმვ-ს მარკის ავტომობლილი, რომლის საჭესაც თავად მართავდა ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა, ორიენტაცია დაკარგა და ღობეს შეეჯახა.
აღსანიშნავია, რომ გოგუაძის გარდაცვალება ექიმებმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურეს, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა. მაგრამ გოგუაძის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგუაძის გარდაცვალება ქუთაისელმა ექიმებმა საჯაროდ დაადასტურეს.