საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს "არქიმედეს" დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ მჭედლიძემ მოქალაქეს სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 300 ლარი. აღნიშნული თანხა მან გენადი ამბროლაძის დახმარებით აიღო.
თეიმურაზ მჭედლიძე და გენადი ამბროლაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.